ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი: 44 დღეა, უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა, 44 დღეა, რუსეთი ხალხს კლავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
unn.ua

ვოლოდიმირ ზელენსკი 24 აპრილის კიევის დაბომბვას გამოეხმაურა.

"44 დღეა, რაც უკრაინა დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტაზე. ეს იყო აშშ-ს წინადადება. 44 დღეა, რაც რუსეთი აგრძელებს ხალხის კვლას და თავს არიდებს წნეხსა და პასუხისმგებლობას". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ნაწილობრივ გააუქმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილი ვიზიტი:

"სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულებისთანავე უკრაინაში ვბრუნდები.

ადგილზე რჩება საგარეო საქმეთა მინისტრი, რათა შედგეს ყველა დაგეგმილი შეხვედრა".

24 აპრილს რუსეთმა უკრაინაზე 70 რაკეტითა და 155 დრონით იერიში მიიტანა.

თავდასხმის შედეგად კიევში დაინგრა საცხოვრებელი სახლი. სხვადასხვა მონაცემებით დაღუპულია 8-დან 10-მდე ადამიანი, დაჭრილია 70 მშვიდობიანი მაცხოვრებელი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

25 აპრილი კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გლოვის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები