უნგრეთი

ორბანმა უნგრეთში გამართულ გამოკითხვაში უკრაინის EU-ში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა

ვიქტორ ორბანი
Photo: Simon Wohlfahrt/AFP via Getty Images

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საჯაროდ დაადასტურა, რომ 22 აპრილს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვაში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა. 

"ეს გაანადგურებს უნგრეთის ეკონომიკას. არ მივცემთ მათ უფლებას, ჩვენ დაუკითხავად გადაწყვიტონ ჩვენი მომავალი. ხმა უკვე მივეცი" – წერს ორბანი.

ორბანმა ბიულეტენის ამსახველი ფოტო Facebook-ზე გაავრცელა.

 

კომენტარები