მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკავებულია როსგვარდიის ციფრული განვითარებისა და თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გენერალი მიხაილ ვარენცოვი.
რუსი გენერალი თაღლითობაშია ეჭვმიტანილი, საქმის ზუსტი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ვარენცოვი თაღლითობის სხვა საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს, რომელშიც როსგვარდიის კიდევ ერთი მაღალჩინოსნის, ნიკოლაი ჩეპკასოვის სახელი ფიგურირებს.
20 მარტს ასევე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს როსგვარდიის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლაი ჩეპკასოვი.
ჩეპკასოვის საქმის დეტალებიც ამ ეტაპზე გასაჯაროებული არ არის.
როსგვარდია 2016 წელს ვლადიმირ პუტინის ბრძანებით შექმნილი ძალოვანი სამხედრო სტრუქტურაა, რომელიც რეგულარული არმიისგან განსხვავებით არა თავდაცვის სამინისტროს, არამედ რუსეთის პრეზიდენტს ექვემდებარება.