პაპი ფრანცისკეს გარდაცვალება

ივანიშვილი პაპზე: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, ვინც გლოვობს ამ დიდ დანაკარგს

თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო.

პაპი ფრანცისკე ყოველთვის მოწოდებული იყო მშვიდობისა და სიკეთის გავრცელებისკენ.

როგორც იმედის, თანაგრძნობის, მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლო, პაპი ფრანცისკე კვლავ მაგალითი იქნება მილიონობით ადამიანისთვის.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, ვინც გლოვობს ამ დიდ დანაკარგს.

 წერს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები