პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოცალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა.
"მილიონობით ადამიანი მსოფლიოს გარშემო გლოვობდ პაპი ფრანცისკის ტრაგიკულ გარდაცვალებას. მან ცხოვრება დაუთმო ღმერთს, ხალხს და ეკლესიას.
მან იცოდა, როგორ მოგცეს იმედი, შეამსუბუქოს ტანჯვა და ხელი შეუწყოს ერთობას. ის ლოცულობდა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მშვიდობისთვის. ვგლოვობთ ყველა კოთილიკესა და ქრისტიანთან ერთად, რომლებიც ფრანცისკესთან სულიერ მხარდაჭერას ეძებდნენ. მარადიული ხსოვნა"! – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი.
21 აპრილს პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.





