პაპი ფრანცისკეს გარდაცვალება

ვენსი პაპის გარდაცვალებაზე: ბედნიერი ვიყავი, რომ გუშინ შევხვდი, ის აშკარად მძიმედ იყო ავად

ახლახან შევიტყვე პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ. გულითადად ვუსამძიმრებ მილიონობით ქრისტიანს მთელ მსოფლიოში, რომლებსაც ის უყვარდათ.

ბედნიერი ვიყავი, რომ გუშინ ვიხილე ის, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად მძიმედ იყო ავად. მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება მისი ქადაგება, რომელიც მან Covid-ის ძალიან ადრეულ პერიოდში წარმოთქვა. ეს მართლაც ძალიან ლამაზი იყო.

დაე უფალმა განუსვენოს მისი სული.

დაწერა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, რომელიც პაპ ფრანცისკეს გუშინ, 20 აპრილს შეხვდა. ის ბოლო ოფიციალური პირი იყო, რომელსაც პაპთან ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა

21 აპრილის დილით პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა. ის 88 წლის იყო.

კომენტარები