პაპი ფრანცისკეს გარდაცვალება

კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება. ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მთელი მსოფლიოს კათოლიკურ საზოგადოებას.

წერს X-ზე ივანიშვილის პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე.

21 აპრილის დილით პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა. ის 88 წლის იყო.

კომენტარები