რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ზელენსკი: რადარმა სარეიდო განგაშის სიგნალი გამოსცა - ჩვენს ცაში რუსული დრონები გამოჩნდნენ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ 17 საათსა და 15 წუთზე (უკრაინის დროით), უკრაინის ცაში საჰაერო რადარმა რუსული საიერიშო დრონები დააფიქსირა.

ზელენსკი ასევე წერს, რომ მან უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის მოხსენება მიიღო, რის მიხედვითაც უკრაინის სამხედრო ძალები კურსკის რეგიონში პოზიციებს ინარჩუნებენ, ხოლო ბელგოროდის რეგიონში, უკრაინელმა მებრძოლებმა წინ წაიწიეს და საკონტროლო ზონა გააფართოვეს.

ცნობისთვის დღეს, 19 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც წითელ პარასკევს ხალხი დახოცა, აღდგომასთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტა გამოაცხადა.

კრემლის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა მოსკოვის დროით შაბათის, 19 აპრილის 18:00 საათზე უნდა დაწყებულიყო და ორშაბათის, 21 აპრილის შუაღამემდე გაგრძელდება. 

"ახლახანს მივიღე მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის მოხსენება - დღეს, ჩვენი ძალები აგრძელებენ მათ აქტივობას და კურსკის რეგიონში პოზიციებს ინარჩუნებენ, ხოლო ბელგოროდის რეგიონში, ჩვენმა მებრძოლებმა წინ წაიწიეს და საკონტროლო ზონა გააფართოვეს. 

ასევე, კიდევ ერთი მცდელობა პუტინის მხრიდან ადამიანების სიცოცხლესთან სათამაშოდ - ამ წუთებში საჰაერო რადარმა სარეიდო განგაშის სიგნალი გამოსცა უკრაინის მასშტაბით; ჩვენს ცაზე 17 საათსა და 15 წუთზე, რუსული საიერიშო დრონები გამოჩნდა.

უკრაინის საჰერო თავდაცვამ და ავიაციამ უკვე დაიწყეს ჩვენს დაცვაზე მუშაობა.

"შაჰიდის" დრონების ჩვენს ცაზე - ეს არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომისა და ადამიანების სიცოცხლის მიმართ". - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში. 

კომენტარები