"ეს ადამიანები ხელს უწყობენ და ახალისებენ ამგვარ ქმედებებს. საელჩოები, ყველაზე არ მაქვს საუბარი, პირდაპირ ჩართულები არიან, რომ ქვეყანაში გააღვივონ დაპირისპირება, ხელი შეუწყონ აქციების მიმდინარეობას, ხელი შეუწყონ რევოლუციური სცენარების მოწყობას. ეს თანხები საიდან მოდის, ვინ აფინანსებს ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საიდან იღებენ ამდენ თანხებს?
[...]
ეს ადამიანები თავიანთი მსოფლმხედველობით ჩვეულებრივი მოძალადეები არიან, ახალისებენ ძალადობას, უბედურებას. გაიხსენეთ, პოლიციელს წვავდნენ ცოცხლად, "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლეს და კამპანია მიმდინარეობდა ამაზე, რომ გმირად წარმოეჩინათ ის ადამიანი, რომელმაც ეს ჩაიდინა. შემდეგ ეს ადამიანი სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს საქმე?
ჩვეულებრივი მოძალადეები არიან, ახალისებენ ძალადობას. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ქვეყანაში იცავენ წესრიგს, კანონს და მშვიდობას.