[გაერთიანებას] უშლის ხელს ალბათ ის მოლოდინები, რაც აქამდე არსებობდა, სამწუხაროდ ეს იყო მოლოდინები სალომე ზურაბიშვილის როლთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი წინააღმდეგობა პოლიტიკური, ისევე როგორც ადამიანური და მორალური მასთან თანამშრომლობის გვქონდა ჩვენ - ნაციონალურ მოძრაობას და პირადად მე. ვთლი, რომ მან სრულიად უსამართლოდ არ გამოიყენა შეწყალების კონსტიტუციური ბერკეტი პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ამის მიუხედავად ვიღებდით მონაწილეობას, იმიტომ რომ მის ირგვლივ იკვეთებოდა კონტურები რაღაც ტიპის კოორდინაციის შესაძლებლობის.
მე ვფიქრობ, რომ ამოიწურა [ეს რესურსი]. ვიქნები პირდაპირი ამ შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ ამოიწურა 31 მარტს, როდესაც იყო ბოლო შანსი იმისთვის, რომ გაკეთებულიყო გამბედავი განაცხადი იმგვარი კოორდინაციის შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის, ვინც იდგნენ რუსთაველზე ჩვენთან ერთად და მეც იქ ვიყავი, როგორც ერთი რიგითი პროტესტანტი, რომელიც მაინც ვიყავი აღჭურვილი მოლოდინით, რომ შესაძლებელია მომესმინა სიახლე, ვერ მოვისმინე ვერანაირი სიახლე და მეტიც, ერთადერთი შეთანხმება რასაც მივაღწიეთ შიდა პოლიტიკურ საკითხებში ეროვნულ დონეზე და არა საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც ნორმალურად ვთანამშრომლობთ პოლიტიკური ძალები.... ეროვნულ დონეზე ერთადერთ შეთანხმებას, რასაც მივაღწიეთ პარტიებმა ამ პლატფორმაში, რომელმაც სამწუხაროდ, ჩემი აზრით, მისი პოტენციალი, როგორც გამაერთიანებელი პლატფორმა პოლიტიკური ძალების, ამ ეტაპზე ნამდვილად ამოწურა ერთმნიშვნელოვნად, იყო ის, რომ არ უნდა მივსულიყავით ღალატის კომისიაზე და აქაც რას ვხედავთ - ეს შეთანხმება დაირღვა, აღიარეს გახარიას პარტიის წევრებმაც, რომ დიახ, ამ შეთანხმებას მივაღწიეთ და სამწუხაროდ, გიორგი გახარიამ უგულებელყო აღნიშნული შეთანხმება.
და რა არის მაშინ პოლიტიკური გაერთიანება და პლატფორმა, თუ ერთი, ვერაფერზე თანხმდები და ერთადერთი შეთანხმება, რომელსაც ხუთი თვე აღწევ, ისიც ირღვევა და თვლი, რომ არანაირ პოლიტიკურ ფასს ამაში არ იხდი. თუმცა მე ვთვლი, რომ ის გადაიხდის და უკვე გადაიხადა კიდეც მისი იქ მისვლით, რაც იყო ფუნდამენტურად არასწორი გადაწყვეტილება.





