ლარი დოლართან 0.01 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.34 თეთრით. 15 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7544 ლარია, ერთი ევროსი - 3.1229 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.79 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.17 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.76 ლარია, ევროსი 3.12 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.