13 აპრილს, ქალაქ სუმის ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი იური იულა.
იულა 26-ე ცალკეული საარტილერიო ბრიგადის მეთაურის ყოფილი თანაშემწეა. ბოლო პერიოდში პოლკოვნიკი ხელმძღვანელობდა სამხედრო ქვედანაყოფ A1476-ს.
დაღუპული სამხედრო ბოგდან ხმელნიცკის სახელობის მე-3 ხარისხის ორდენის კავალერი იყო.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით სუმიზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად დაიღუპა 34 და დაიჭრა 119 ადამიანი.





