თურქეთის თავდაცვის სამინისტროში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით თურქული მედიის, კერძოდ CNN Türk-ისა და TGRT-ის ცნობით, რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირები 15-16 აპრილს ანკარაში, თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის შტაბ-ბინაში შეხვედრას გამართავენ.
შეხვედრის მთავარი მიზანი რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შავ ზღვაში მშვიდობის შენარჩუნებაა.
მედიები წერენ, რომ შეხვედრაზე სხვა ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების დაესწრებაც მოსალოდნელია, თუმცა კონკრეტული მონაწილეების შესახებ დეტალები ჯერ არ გახმაურებულა.
25 მარტს რუსეთი და აშშ შავი ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. კრემლის მიხედვით, რუსეთი შეთანხმების ძალაში შესვლას დათანხმდება შემდეგ, რაც რუსულ ბანკებს დასავლეთის ფინანსურ სანქციები მოეხსნება და ფინანსურ სისტემა SWIFT-ში დაბრუნება შეეძლება.
რუსეთი ითხოვს Россельхозбанк-ის მიმართ სანქციების მოხსნას. ამავდროულად, რუსეთი მოითხოვს შეზღუდვების მოხსნას სავაჭრო ფინანსურ ოპერაციებზე და სანქციების მოხსნას იმ კომპანიებზე, რომლებიც აწარმოებენ და ექსპორტზე გააქვთ საკვები პროდუქცია და სასუქები.
24 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქში რუსეთისა და აშშ-ს წარმომადგენლების 12-საათიანი შეხვედრა გაიმართა.
25 მარტს განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმაც, რომლის მიხედვითაც მიხედვით, 23-25 მარტს აშშ-სთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინა და რუსეთი თანახმა არიან, შავ ზღვაში უსაფრთხო მიმოსვლა აღდგეს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება და აღკვეთონ სამხედრო მიზნებისთვის სავაჭრო გემების გამოყენება.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმაც დაადასტურა.
უმეროვის თქმით, უკრაინული მხარე ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის მიღმა რუსეთის მხრიდან საკუთარი სამხედრო ხომალდების ნებისმიერი სახით გადაადგილება, შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება.





