წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია

სიჭინავა კომისიაზე გახარიას მისვლაზე: არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, ჩათვალეთ, 50/50-ზეა

თეა წულუკიანი ასევე წაიქცა გირგვლიანთან და გირგვლიანის დედასთან, როცა მურუსიძე გაამეფა თავისი სასამართლო[რეფორმების] ტალღებით სასამართლო ხელისუფლებაში. წულუკიანი წაქცეულია ნაცმოძრაობასთან და ახლა ცდილობს კომისიის თავმჯდომარეობით იმიჯის შექმნას.

სააკაშვილი არ დაუბარებიათ, ადეიშვილი არ დაუბარებიათ, მერაბიშვილი არ დაუბარებიათ, კოდუა არ დაუბარებიათ, ახალაიები არ დაუბარებიათ და გახარიას დაუძახეს კომისიაზე, წარმოგიდგენიათ?! მთელი კომიკურობა ამაში მდგომარეობს

[...]

საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარია მივა თუ არა, ისიც არ ვიცით. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, ჩათვალეთ 50/50-ზეა.

თქვა პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ პალიტრანიუსის ეთერში გადაცემაში 360 გრადუსი.

10 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" 20 ივნისის საქმეზე, გიორგი გახარია დაიბარეს.  

კომენტარები