აშშ

ნიუ-იორკში ვერტმფრენი მდინარეში ჩამოვარდა – 6-ვე მგზავრი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა

10 აპრილს ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მდინარე ჰუდსონში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 6-ვე ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი დაიღუპა

სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ვერტმფრენში იმყოფებოდნენ პილოტი, ორი ზრდასრული პირი და სამი ბავშვი. წყაროების ცნობით, ვერტმფრენის მგზავრები აშშ-ში ტურისტული ვიზიტით ესპანეთიდან ჩამოსული ოჯახი იყო. 

ვერტმფრენი ჩამოვარდნამდე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იყო გაჩერებული მანჰეტენის თავზე. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ვარდება ვერტმფრენი წყალში.

Bell 206-ის ტიპის ვერტმფრენი ამ დღეს უკვე მეექვსე ფრენას ასრულებდა. წყაროების თქმით, ჩამოვარდნილი ვერტმფრენი მაშველებმა ნიუ-ჯერსის სანაპიროსთან ახლოს გადაბრუნებულ მდგომარეობაში იპოვეს.

კომენტარები