ბიძინა ივანიშვილი

კალაძე ოპოზიციას: ივანიშვილზე ნუ ინერვიულებთ, ჩვენ არ ვნერვიულობთ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქართული ოცნება "თავს არავის ესხმის, თავდაცვის რეჟიმშია. ეს კომენტარი კალაძემ გერმანელი ევროპარლამენტარის, მაიკლ გალერის განცხადების პასუხად გააკეთა. 

ევროპარლამენტარმა, 9 აპრილს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ როგორც იცის, ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და "თუ მას რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, ასევე რაღაც ზომები შესაძლოა იქნას მიღებული".

კალაძის განცხადებით, გალერის განცხადება შეურაცხყოფაა.

"რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს - ბიძინა ივანიშვილზე ნუ ინერვიულებთ, ისედაც ბევრი გაქვთ სანერვიულო, ისეთ მდგომარეობაში ხართ. ჩვენ არ ვნერვიულობთ. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც შეურაცხყოფას გვაყენებენ, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავს არავის ვესხმით, ვართ თავდაცვის რეჟიმში. ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, სამშობლოს და ამ ქვეყნის მომავალს". - თქვა კალაძემ.

კომენტარები