10 აპრილის ღამეს, რუსეთის ძალებმა უკრაინაზე 145 უპილოტო საფრენი აპარატით, მათ შორის შაჰედის ტიპის დრონებით მიიტანა იერიში. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 85 დრონი, თუმცა შეტევის შედეგად ჯამში დაზარალდა 6 რეგიონი.
ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსამსახური ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატები კურსკის, ორლის, მილეროვოს, პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებებიდან, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმის ჩაუდის კონცხიდან გაუშვა.
უკრაინის ინფორმაციით, 49 რუსული დრონი ლოკაციურად დაიკარგა. რუსული შეტევის შედეგად დაზარალდა დონეცკის, ხარკოვის, კიევის, ხმელნიცკის, პოლტავისა და ნიკოლაევის ოლქები.





