ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს და "უსაფუძვლოს" უწოდებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრალდებას, რომ უკრაინაში, რუსეთის მხარეს ჩინეთის ბევრი მოქალაქე იბრძვის.
"ჩინეთის მხარის პოზიცია უკრაინის კრიზისის საკითხზე არის ცალსახა, სდასდ და მას მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოება. ჩინეთი უკრაინულ მხარესთან არკვევს შესაბამის ინფორმაციას. ჩინეთის მთავრობა ყოველთვის მოუწოდებდა საკუთარ მოქალაქეებს, თავი აარიდონ შეიარაღებული კონფლიქტის ზონებს და არცერთი ფორმით არ მიიღონ შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობა" – ამბობს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ლინ ძიენი.
ზელენსკიმ 8 აპრილს სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ტყვედ აიყვანეს რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩინეთის ორი მოქალაქე. ზელენსკი ტყვედ აყვანილი ერთ-ერთი ჯარისკაცის ვიდეოს აქვეყნებს.
"ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის არმიაში იბრძოდნენ. ეს უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკის რეგიონში მოხდა. გვაქვს ამ ტყვეების დოკუმენტები, საბანკო ბარატები და პერსონალური მონაცემები. გვაქვს ინფორმაცია, რომ ბევრად მეტი ჩინეთის მოქალაქეა ოკუპანტების რიგებში. ჩვენ ვარკვევთ ყველა ფაქტს" – წერს ზელენსკი.





