რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი და ვაშინგტონი ურთიერთობებისა დიპლომატიური მისიების ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდს თურქეთის ქალაქ სტამბოლში უახლოეს დღეებში გამართავენ. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა მარია ზახაროვამ გააკეთა.
"ადგილი, ფორმატი და შეხვედრის მონაწილეთა კომპოზიცია უცვლელი რჩება". - განაცხადა ზახაროვამ.
შესაბამისად, დაგეგმილ მოლაპარაკებებში რუსული დელეგაციის წარმომადგენელი აშშ-ში რუსეთის ახლად დანიშნული ელჩი ალექსანდრ დარჩიევი, ხოლო ამერიკული დელეგაციის წარმომადგენელი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე რუსეთისა და ცენტრალური ევროპის საკითხებში, სონატა კოლტერი იქნება.
როგორც უფრო ადრე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დააკონკრეტა, მხარეებს შორის შეხვედრა თურქეთში 10 აპრილს გაიმართება.
დიპლომატიურ საკითხებზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის 27 თებერვალს გაიმართა.
შეხვედრაზე ამერიკულმა და რუსულმა მხარეებმა საელჩოების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების საკითხზე, კერძოდ, მომსახურე პერსონალისა და მათი საბანკო და საკონტრაქტო სერვისების აღდგენის შესახებ ისაუბრეს.
მოლაპარაკებები, რომელიც 6-ზე მეტი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
"აშშ-მ წამოჭრა საკითხები საბანკო და საკონტრაქტო სერვისებთან წვდომისა და, ამასთან, საჭიროების შესახებ, უზრუნველყოფილი იყოს მომსახურე პერსონალის სტაბილური და მდგრადი დონე მოსკოვში აშშ-ს საელჩოში". - წერდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებაში შეხვედრის შესახებ.





