ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალი კობახიძეს: არ ვაპირებთ განვითარების ვექტორის შეცვლას

"სამხრეთ ოსეთი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენებას და არ აპირებს შეცვალოს განვითარების ვექტორი და სურვილი,  გააძლიეროს ყოვლისმომცველი ურთიერთობა მისი უსაფრთხოების გარანტორთან - რუსეთის ფედერაციასთან"  – ვკითხულობთ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ეხმაურება ირაკლი კობახიძეს, რომელმაც იმედის ეთერში თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია, თუმცა ამისთვის თანმიმდევრული პოლიტიკა და მოთმინებაა საჭირო.

"ცხინვალს არაერთხელ განუცხადებია საკუთარი პოზიცია, რომელიც ეფუძნება სამხრეთ ოსეთის ხალხის ნებას და გაწერილია ქვეყნის კონსტიტუციაში. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე საერთაშორისო დისკუსიებში პროგრესის არ არსებობა, მსგავსი განცხადებებთან ერთად, ხელს არ უწყობს რეგიონში სტაბილურობას" – წერია ოკუპირებული ცხინვალის განცხადებაში.

კომენტარები