უკრაინის წინააღმდეგ გახშირებული იერიშების ფონზე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა.
"პოლონეთი მკაცრად გმობს რუსეთის შემდგომ თავდასხმებს უკრაინაზე. რუსეთმა უკრაინელების დაღუპვაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე პასუხი უნდა აგოს.
მოსკოვის ბოლო დროინდელი ქმედებები გვიჩვენებს, რომ მისი მიზანი ომის გაგრძელებაა და არა მშვიდობა". – წერია უწყების განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, 4 აპრილზე კრივოი როგზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი. უკრაინაში მდებარე დასავლური ქვეყნების საელჩოებმა დროშები დაუშვეს. ქალაქში გლოვაა გამოცხადებული.
გარდა ამისა, 6 აპრილს რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის დედაქალაქი დაბომბა, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.





