ტრამპის ტარიფები

ტრამპის ტარიფების ფონზე აშშ-ს საფონდო ბირჟამ $5.4 ტრილიონის კაპიტალიზაცია დაკარგა

© AFP/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 2 აპრილს, როგორც ის უწოდებს, "გათავისუფლების დღეს" 180-ზე მეტ ქვეყანაზე, სულ მცირე, 10%-იანი ტარიფის დაწესების შედეგად, აშშ-ს საფონდო ბირჟამ მკვეთრი ვარდნა განიცადა. დანაკარგების მოცულობა დაახლოებით 5.4 ტრილიონ დოლარს შეადგენს. 

აშშ-ს ფლაგმანური ინდექსი S&P 500, გუშინ 4.8%-იანი კლების შემდეგ, დღეს 6%-იანი ნიშნულით შემცირდა. 

როგორც Financial Times წერს, ტრამპის ტარიფებმა ინვესტორების თავდაჯერებულობა შეარყია და რეცესიის შიშები გააჩინა. 

ყოველივე ამას ხელი შეუწყო ჩინეთის მიერ აშშ-სთვის 34%-იანი საპასუხო ტარიფის დაანონსებამაც. 

გამოცემის ცნობით, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, თუ 9 აპრილისთვის ტრამპი თანაბარ საპასუხო ტარიფებს არ გაიწვევს, აშშ-სა და ევროკავშირში, სავარაუდოდ, რეცესია დაიწყება. 

"თუკი ეს გლობალური სავაჭრო ომი ძალიან მალე არ დასრულდება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს აშშ-ში რეცესია იქნება". - თქვა ერთ-ერთმა მკვლევარმა Financial Times-თან საუბრისას. 

ამერიკული ფინანსური სერვისების კომპანია JPMorgan-ის ანალიტიკოსების მიერ დათვლილი რისკი გლობალური რეცესიისა, მიმდინარე წელს 60%-მდე გაიზარდა, განსხვავებით აქამდე პროგნოზირებული 40%-ისა. 

საფონდო ბირჟაზე მკვეთრი ვარდნის გარდა, ტრამპის "გათავისუფლების დღემ" ამერიკული დოლარის სხვა მოწინავე ვალუტებთან მიმართებით შედარებით გაუფასურება და გლობალურად ნედლი ნავთობის ფასის მნიშვნელოვნად შემცირებაც გამოიწვია. 

კომენტარები