კრიმინალი

დიდუბეში მომხდარი ჩხუბის და სროლის ფაქტზე 2 პირს ბრალი წარედგინა – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, დიდუბეში, აგლაძის ქუჩაზე მომხდარი ჯგუფური დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, თბილისში, რაფიელ აგლაძის ქუჩა N79-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულსა და ბრალდებულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ბრალდებულებმა ჯგუფურად სცემეს დაზარალებულს". - წერს პროკურატურა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით.

შსს-ს თანამშრომლებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.

ცნობისთვის, 2 აპრილს, აგლაძის ქუჩაზე გვიან ღამით ჩხუბი და სროლა იყო. მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.

კომენტარები