კრიმინალი

აგლაძის ქუჩაზე მომხდარი ჯგუფური ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე შსს-მ ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდუბეში, აგლაძის ქუჩაზე მომხდარი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 2002 წელს დაბადებული ლ.ე. და ამავე წელს დაბადებული ლ.ა., დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა რომ, მიმდინარე წლის 2 აპრილს თბილისში, ღამის საათებში რაფაელ აგლაძის ქუჩის მიმდებარედ, ლ.ა.-ს, ლ.ე.-ს, 2001 წელს დაბადებულ ნ.ც.-სა და 1993 წელს დაბადებულ ო.მ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი და სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.

სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები დააკავეს, ხოლო ნ.ც.-ს ადგილსმაყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები" - წერს უწყება.

შსს-ს ცნობითვე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები