ტრამპის ტარიფები

ფონ დერ ლაიენი: აშშ-ს ტარიფები მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე აისახება, EU მიიღებს ზომებს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები მსოფლიო ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. 

"პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული უნივერსალური ტარიფები მსოფლიო ეკონომიკაზე სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს. ვწუხვარ, რომ ასეთი არჩევანი გაკეთდა. გულწრფელად შევაფასოთ მასშტაბური შედეგები. მსოფლიო ეკონომიკა დიდ ზარალს მიიღებს". – წერია ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.

ფონ დერ ლაიენის განცხადებაში წერია, რომ "შედეგები მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე აისახება, მსოფლიოს გარშემო მომხმარებლები დაზარალდებიან".

ევროკომისარი ეთანხმება ტრამპს იმაში, რომ სხვა სახელმწიფოები არასამართლიანად იყენებდნენ აშშ-ს გლობალურ ვაჭრობაში და მზად არის მხარი დაუჭიროს რეფორმებს, მაგრამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ტარიფების მიღება პრობლემას არ გადაჭრის.

"სწორედ ამიტომ, თავიდანვე ყოველთვის მზად ვიყავით აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის, ამავდროულად პასუხის გასაცემად მზად ვართ. ვასრულებთ მუშაობას საპასუხო ზომების პირველ პაკეტზე მუშაობას".

ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ "ევროპელები მუდამ დაიცავენ საკუთარ ინტერესებსა და ფასეულობებს".

კომენტარები