გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა. გერმანული მედიის ცნობით, ეს ბერბოკის უკრაინაში რიგით მეთერთმეტე და სავარაუდოდ, მინისტრის რანგში ბოლო ვიზიტია.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს კიევში უკრაინელი კოლეგა, ანდრიი სიბიგა და უკრაინაში გერმანიის ელჩი, მარტინ იეგერი შეხვდნენ.
ამასთან, კიევში ბერბოკმა გერმანიის მიერ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში დამატებით 130 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ ისაუბრა.
"აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების ჩიხში შესვლის გამო აუცილებელია, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ უკრაინის მხარეს ვდგავართ და ახლა უფრო მეტად ვუჭერთ მხარს, ვიდრე ოდესმე". - თქვა ბერბოკმა.
გერმანელი მინისტრის თქმით, ის ამის შესახებ ამერიკულ მხარეს NATO-ს მომდევნო მინისტერიალზე მკაფიოდ განუცხადებს.





