30 მარტის ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტით და 111 უპილოტო საფრენი აპარატით, მათ შორის შაჰედის ტიპის დრონით მიიტანა იერიში. უკრაინის ძალებმა აქედან 65 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 35 რადარიდან დაიკარგა.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.
ბალისტიკური რაკეტა გაშვებული იყო როსტოვის ოლქიდან, ხოლო დრონები - მილეროვოს, კურსკის, ბრიანსკის, პრიმორსკო-ახტარსკისა და ჩაიუდის მიმართულებებიდან.
უკრაინის სამხედრო ინფორმაციით, დაზარალდნენ ხარკოვის, სუმის, ოდესისა და დონეცკის ოლქები.





