ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 28 მარტის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.39 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.63 თეთრით. 28 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7673 ლარია, ერთი ევროსი - 2.9818 ლარი.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.81 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.05 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.77 ლარია, ევროსი 3.01 ლარი.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.

კომენტარები