ლარი დოლართან 0.55 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.34 თეთრით. 26 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7739 ლარია, ერთი ევროსი - 2.9928 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.81 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.05 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.78 ლარია, ევროსი 3 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.