რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, რუსეთი სამთავრობო-პროპაგანდისტული პირველი არხის ჟურნალისტი, ანა პროკოფიევა ბელგოროდის ოლქში ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა.
როგორც რუსული მედიები წერენ, ის "სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა". ცნობების მიხედვით, დაიჭრა მისი ოპერატორიც.
პროკოფიევა საკუთარ თავს ომის კორესპონდენტს უწოდებდა.
როგორც რუსული მედიები ირწმუნებიან, პროკოფიევა "მოწინააღმდეგის ნაღმზე" აფეთქდა.