დონალდ ტრამპი

ტრამპი: წიაღისეულზე მიღწეულია შეთანხმება, რომელსაც მალე მოვაწერთ ხელს

Foreignpolicy.com

დონალდ ტრამპმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრას თქვა, რომ უკრაინასთან მიღწეული იშვიათი წიაღისეულის შეთანხმება, რომელსაც მხარეები მალე მოაწერენ ხელს.

გარდა ამისა, აშშ-ს პრეზიდენტმა 24 მარტს, საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული შეხვედრის დეტალების შესახებ ილაპარაკა:

"ამჟამად ვსაუბრობთ ტერიტორიების შესახებ. ვსაუბრობთ დემარკაციის ხაზებზე, ძალაუფლებაზე, ატომური სადგურების მფლობელობაზე. ზოგი ამბობს, რომ ატომურ სადგურები აშშ-ს მფლობელობის ქვეშ უნდა გადავიდეს... რადგან გვაქვს შესაბამისი გამოცდილება".

აშშ-ს და უკრაინის წარმომადგენლები უკანასკნელად 23 მარტს, საუდის არაბეთში შეხვდნენ. მხარეების თქმით, საუბარი ძირითადად შავი ზღვაში სატვირთო გემების უსაფრთხო გადაადგილებას შეეხო.

კომენტარები