თურქეთი

თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს პატიმრობა მიუსაჯა

საპროტესტო აქციის მონაწილე, 2025 წლის 19 მარტი
AP Photo/Francisco Seco

თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს პატიმრობა მიუსაჯა.

თურქეთის პოლიციამ იმამოღლუ კორუფციისა და ექსტრემიზმის ბრალდებით 19 მარტს საკუთარ სახლში დააკავა.

სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება 23 მარტის დილას მიიღო.

იმამოღლუს დაკავების შემდეგ სტამბოლში საპროტესტო აქციები დაიწყო. 22 მარტს სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ფიზიკური ძალა გამოიყენა. 

23 მარტის მონაცემებით დაკავებულია საპროტესტო აქციის 323 მონაწილე.

კომენტარები