ისრაელი-ჰეზბოლა

ისრაელმა თავდასხმის საპასუხოდ ლიბანში ჰეზბოლას სამიზნეებზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელი აცხადებს, რომ მან სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ათეულობით სარაკეტო გამშვებ დანადგარსა და სარდლობის ცენტრზე იერიში მიიტანა, მას შემდეგ, რაც ისრაელის ტერიტორიაზე მინუმუმ 5 რაკეტა გაუშვეს - ეს პირველი შემთხვევა იყო ნოემბრის ზავის შემდეგ.  

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მან ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) უბრძანა, "ათეულობით ტერორისტული სამიზნის წინააღმდეგ გადამწყვეტი მოქმედებები გაეტარებინათ".

ლიბანის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.  

IDF-ის მტკიცებით, 22 მარტის დილით ისრაელის ჩრდილოეთ ქალაქ მეტულას მიმართულებით გაშვებული სამი რაკეტა ჩამოაგდეს. ამ დრომდე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ ჯგუფს არ აუღია.  

ლიბანური მედიის ცნობით, ისრაელის არტილერიამ იერიში მიიტანა ქვეყნის სამხრეთ ნაწილებზე.  

ლიბანის არმიამ განაცხადა, რომ მან ჩაატარა საძიებო ოპერაცია და აღმოაჩინა "სამი თვითნაკეთი სარაკეტო გამშვები დანადგარი", რომლებიც გაანეიტრალეს.

კომენტარები