აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 მარტს განაცხადა, რომ "ძალიან მალე" უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმებას ხელს მოაწერს.
"ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ უკრაინასთან და რუსეთთან მიმართებით. ერთ-ერთი რამ, რასაც ვაკეთებთ, ძალიან მალე იშვიათი მინერალების შესახებ უკრაინასთან შეთანხმებაზე ხელმოწერაა, რაშიც მათ უზარმაზარი ღირებულება აქვთ". - თქვა მან.
ტრამპმა ასევე ოპტიმიზმი გამოხატა უკრაინაში ომის დამთავრებასთან დაკავშირებით და ბოლო დღეებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ სატელეფონო საუბრებზეც გაამახვილა ყურადღება.
"ჩვენ გუშინ ვილაპარაკეთ, როგორც იცით, პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან, და გვინდა ვიხილოთ, რომ ეს [ომი] დამთავრდეს, და ვფიქრობ, ამ კუთხით კარგად ვმუშაობთ". - თქვა მან.