რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსეთმა ოდესაზე დრონებით მასიური იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები

უკრაინის სამაშველო სამსახური

21 მარტის დილას, რუსეთმა ოდესაზე დრონებით მასიური იერიში მიიტანა.

უკრაინის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 3 მოზარდი.

"რუსეთმა კიდევ ერთხელ იერიში მიიტანა ოდესაზე. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა". – წერია უკრაინის სამაშველო სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით ქალაქში რამდენიმე ხანძრის კერა გაჩნდა, ცეცხლი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრს, მაღაზიებს, მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობას.

ხანძრის ლიკვიდაციაში ჩაერთო 70-ზე მეტი მაშველი და 22 სახანძრო მანქანა.

კომენტარები