აშშ-მ ირანული ნავთობის იმპორტის გამო ორ ჩინურ ნავთობქიმიურ კომპანიას სანქციები დაუწესა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, სანქციები ჩინურ კომპანია Huaying Huizhou Daya Bay Petrochemical Terminal Storage-ს ირანიული ნავთობის შეძენა-შენახვით ამერიკული სანქციების დარღვევის გამო დაუწესდა - აღნიშნული ნავთობი ჩინეთში უკვე აშშ-ს სანქციების ქვეშ მყოფი გემით გადაჰქონდათ.
ამასთან ერთად, აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ჩინურ ნავთობსაწარმო Luqing Petrochemical-ს სანქციები ჰუსიტებთან და ირანის სამხედროებთან დაკავშირებული გემებით გადატანილი ირანული ნავთობის შესყიდვის გამო დაუწესა.
"ირანული ნავთობის მცირე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიერ შესყიდვა ირანის რეჟიმისთვის ეკონომიკური მხარდაჭერის მთავარი წყაროა, ხოლო ირანი მსოფლიოში ტერორიზმის წამყვანი სპონსორი სახელმწიფოა. აშშ ცდილობს გადაკეტოს ის ფინანსური ნაკადები, რომლებიც საშუალებას აძლევს თეირანს დააფინანსოს ტერორიზმი და განავითაროს ბირთვული პროგრამა" - ამბობს აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესეტი.
გარდა ამისა, აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ასევე გამოაცხადა სანქციების დაწესება კიდევ 19 კომპანიისთვის, მათ შორის იმ ჩინური გემების მფობელებისთვის, რომლებიც ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მომმარაგებელ "ჩრდილოვან ფლოტში" შედიან.