დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

რუბიო: ტრამპი მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა ირანს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი

ჩემი აზრით, პრეზიდენტმა [ტრამპმა] გარკვევით თქვა. ის მზადაა, გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა, რათა ირანს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ეს ზედმიწევნით ნათელია. ის არის პრეზიდენტი, რომელსაც მშვიდობის ხელშეწყობა სურს. რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ბევრად ურჩევნია, ეს დიპლომატიურად მოაგვაროს, ომის გარეშე. ეს ურჩევნია, ყოველთვის ამჯობინებს ამას, მაგრამ თუ აიძულებთ, აირჩიოს ბირთვულ ირანსა და მოქმედებას შორის, პრეზიდენტი მკაფიოდ ამბობს: იგი იმოქმედებს.

სხვა საკითხია, მოისურვებენ თუ არა სხვა ქვეყნები, ამ საქმეში შემოგვიერთდნენ ან უბრალოდ მხარი დაგვიჭირონ, ხშირად ჩუმად, გვერდითა ფლანგიდან, მაგრამ ეს ნამდვილად არ განსაზღვრავს ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რადგან ჩვენი გადმოსახედიდან მსოფლიო, რომელშიც ირანს - და ამ აიათოლებს, ამ რელიგიურ ფანატიკოსებს - ბირთვული იარაღი აქვთ, უბრალოდ მიუღებელია.

თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

კომენტარები