რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პისტორიუსი: ტრამპისა და პუტინის საუბრის შემდეგ თავდასხმები არ შემცირებულა, პუტინი თამაშობს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი
imago images/photothek

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, პუტინის შეთანხმება უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ "არაფერს ნიშნავს". ამის შესახებ პისტორიუსმა ZDF-თან ისაუბრა.

"სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ამ, სავარაუდოდ, გადამწყვეტი და დიდებული სატელეფონო ზარის შემდეგ, პირველივე ღამეს არ შემცირებულა. პუტინი აქ თამაშობს და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის პრეზიდენტი დიდხანს ვეღარ შეძლებს ამის უმოქმედოდ ყურებას". - თქვა პისტორიუსმა.

პუტინსა და ტრამპს შორის გამართული საუბრის შემდეგ, 19 მარტის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე 145 დრონით, მათ შორის შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით და 4 C-300 ტიპის მართვადი რაკეტით მიიტანა იერიში.

აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. საუბრის შემდეგ ორივე მხარემ დაადასტურა, რომ 30 დღით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება მიაღწიეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, მალევე დაიწყება ცეცხლის სრულად შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები. 

კომენტარები