რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინული მედია: ტრამპისა და პუტინის საუბრის დასრულებიდან ერთ საათში კიევში აფეთქებებია

დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის საათნახევრიანი სატელეფონო საუბრის დასრულებიდან ერთ საათში კიევში აფეთქებია. ინფორმაციას ამის შესახებ Kyiv Post ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, უკრაინის ხელისუფლება ადასტურებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა ჩართულია.

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი რამდენიმე საათის წინ დასრულდა. დონალდ ტრამპმა და პუტინმა ერთმანეთთან საათნახევარი ისაუბრეს. 

ორივე მხარემ დაადასტურა, რომ 30 დღით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება მიაღწიეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, მალევე დაიწყება ცეცხლის სრულად შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები.
 

კომენტარები