განზრახ მკვლელობა

ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ძმები, რომლებმაც მეზობელს ხელები შეუკრეს და გაგუდეს

shutterstock

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ძმები, რომლებმაც 2024 წლის 1 სექტემბერს, ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში მეზობელს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა. მათ 16 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

"პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ორივე ბრალდებული ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ერთხმად ცნეს დამნაშავედ. სასამართლომ მათ სასჯელის სახედ და ზომად 16 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბრალდებული 2024 წლის 2 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მათ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს.

კომენტარები