კრიმინალი

თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს – შსს-მ შიდა ქართლში განზრახ მკვლელობისთვის 2 პირი დააკავა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლში, განზრახ მკვლელობის და ამავე დანაშაულში დახმარების ფაქტზე 2 ძმა დააკავეს. შსს-ს თქმით ძმებმა მსხვერპლს თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ე.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო მისი ძმა 1959 წელს დაბადებული ე.მ. ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს". - წერია შსს-ს განცხადებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 25-108-ე მუხლებით მიმდინარეობს, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები