გერმანიამ უკრაინას სხვა სამხედრო დახმარებასთან ერთად გეპარდის 2 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდა. გარდა ამისა, უკრაინას 10 000 ერთეული სხვადასხვა საბრძოლო მასალა გადაეცა, მათ შორის, 24 ნაღმგამძლე ჯავშან-ავტომობილი.
უკრაინისთვის ეს მიწოდებული სამხედრო დახმარება 17 მარტს დამტკიცებული ახალი დახმარების პაკეტის ნაწილია.
დახმარების ახალ პაკეტში შედის:
- 5.000 ცალი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი
- 2.000 ცალი 122 მმ-იანი ჭურვი
- 8.000 ცალი 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი ჭურვი
- საბრძოლო მასალა Leopard 1-ის ტიპის ტანკებისთვის, Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის და IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
ამასთან ერთად უკრაინამ მიიღო:
- 50 ერთეული Vector-ის ტიპის სადაზვერვო დრონი
- 30 ერთეული Gereon RCS-ის ტიპის სახმელეთო დრონი
- 30 ერთეული დრონების აღმომჩენი სისტემა
ბერლინი უკრაინის ყველაზე დიდი სამხედრო დონორია ევროპაში და მეორე ადგილზეა აშშ-ს შემდეგ საერთო სამხედრო დახმარების მოცულობით.