ლიტვის პროკურატურის მიხედვით, 2024 წლის მაისში IKEA-ს მაღაზიაში ხანძრის გაჩენაში პასუხისმგებელი რუსეთის სამხედრო დაზვერვაა. მომხდართან დაკავშირებით პოლონეთში ერთი პირი დააკავეს.
ლიტვის გენერალურმა პროკურატურამ დაადგინა, რომ ხანძარი რამდენიმე შუამავლის მეშვეობით რუსეთთან არის პირდაპირ დაკავშირებული. გამოძიების მიხედვით, ინციდენტამდე საიდუმლო შეხვედრა გაიმართა ვარშავაში, სადაც დაიგეგმა ლიტვაში მდებარე სავაჭრო ცენტრებში ხანძრის გაჩენა და მათი აფეთქება, ხოლო შემსრულებლები ჯილდოს სახით 10 000 ევროს მიიღებდნენ.
"ეს [რუსეთის] სამხედრო დაზვერვასთან, საიდუმლო სამსახურებთან არის დაკავშირებული" – ამბობს პროკურორი, არტურას ურბელისი.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი უკრაინის ორმა მოქალაქემ გააჩინა, რომელთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.





