ირანის ბირთვული პროგრამა

უოლცი: ვერ გვექნება სამყარო, რომელშიც აიათოლებს საკუთარი თითი ბირთვულ ღილაკზე აქვთ

რაც პრეზიდენტმა [დონალდ ტრამპმა] არაერთხელ თქვა არის ის, რომ ირანს ბირთვული იარაღი ვერ ექნება. ყველაფერი განიხილება, რათა უზრუნველვყოთ, რომ მას არ ექნება [ბირთვული იარაღი] და ეს ირანის [ბირთვული] პროგრამის ყველა ასპექტს ეხება: რაკეტებს, შეიარაღებას, გამდიდრებას. მათ შეუძლიათ, ან გადმოგვცენ და უარი თქვან ისეთი გზით, რისი გადამოწმებაც შეიძლება, ან მათ შეუძლიათ, რიგი შედეგების წინაშე აღმოჩნდნენ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ვერ გვექნება სამყარო, რომელშიც აიათოლებს საკუთარი თითი ბირთვულ ღილაკზე აქვთ. ვერ გვექნება ვითარება, რომელიც შეიარაღების რბოლას გამოიწვევს ახლო აღმოსავლეთში და გააძლიერებს ბირთვული იარაღის გავრცელებას.

თქვა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა ABC News-სთან ინტერვიუში.

კომენტარები