მოქალაქე თამარ ბელქანიას ცნობით, წალენჯიხაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა - როგორც ბელქანია წერს, ხანძარი 25 სხვადასხვა ლოკაციაზეა და მისი კერა დასახლებულ პუნქტს უახლოვდება.
ხანძრის ამსახველ ვიდეო მასალას ბელქანია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"ამ ეტაპზე, წალენჯიხაში ზუსტად 25 სხვადასხვა ლოკაციაზეა ხანძარი - მათ შორის, საყურადღებოა, საჩინოში ხანძრის კერა, რომელიც თანდათან დასახლებულ პუნქტს უახლოვდება, მან უკვე დააზიანა რამდენიმე სასაფლაო, ლეხულორდეში!
მუნიციპალიტეტში ორი სახანძრო მანქანაა, ორივე ადგილზე მუშაობს თუმცა ქარი ართულებს ცეცხლის ლიკვიდაციას.
სავარაუდოდ ცეცხლის მიზეზი არის მოსახლეობის მხრიდან მიწის საგაზაფხულოდ მოსამზადებლად ძველი მცენარეების დაწვა, რაც დასჯადი ქმედებაა!" - წერს ბელქანია სოციალურ ქსელში.
მომხდარის შესახებ ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ხანძარი რამდენიმე ლოკაციაზეა, ხანძარი ეკალ-ვარდს გაუჩნდა, ხოლო თითოეულ ლოკაზიაცე სახანძრო ჯგუფები მობილიზებულები არიან - მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.