საქართველო-აშშ

აქუბარდია: ამერიკასთან ივანიშვილის რეჟიმის დამსახურებით დასრულდა სტრატეგიული პარტნიორობა

ეს არ არის პირველი შეხვედრა დასავლელი პარტნიორების ელჩების [მხრიდან] და ეს არის დიპლომატიური ურთიერთობების ის გამოხატულება, რომელიც არსებობს, მათ შორის, ავტორიტარულ ქვეყნებში და არ უნდა იყო დამაიმედებელი ივანიშვილის რეჟიმისთვის. 

ამერიკასთან ივანიშვილის რეჟიმის დამსახურებით მოხდა სტრატეგიული პარტნიორობის დასრულება და ის აქცენტები, რომლებიც მე წავიკითხე, მათ შორის, აშშ-ს საელჩოს მხრიდან იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც გააჩნია ტრამპის ადმინისტრაციას, ვფიქრობ, რომ ტექსტიც და შინაარსიც არ უნდა ყოფილიყო დამაიმედებელი ივანიშვილის რეჟიმისთვის, თუ არა სურათი, რომელსაც ისინი პროპაგანდისთვის გამოიყენებენ.

აცხადებს ტელეკომპანია პირველთან გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელი, თეონა აქუბარდია.

კომენტარები