ლარი დოლართან 0.2 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.81 თეთრით გაუფასურდა. 14 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7755 ლარია, ერთი ევროსი - 3.0247 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.81 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.08 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.78 ლარია, ევროსი 3.03 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.