ნორთჰემპტონშირში, ქალაქ უელინგბოროში 13 წლის გოგოს განზრახ მკვლელობასა და ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალი წაუყენეს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდის მიერ მოკლული ქალი სამი შვილის დედა, 43 წლის მართა ბედნარჩიკია - მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დაკავებულმა მოზარდმა, მკვლელობის შემდეგ ხანძრის გაჩენაც სცადა - მას აღნიშნულის გამო ასევე ედავებიან სხვისი სიცოცხლის განზრახ საფრთხის ქვეშ დაყენების ფაქტზეც.
პოლიცია ამ დრომდე ელოდება ოფიციალური ექსპერტიზის დასკვნას.
უწყებამ მოკლულის ცხედარი ლონდონიდან 18 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქში, უელინგბოროში იპოვა.





