რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა სუმის ოლქზე მასშტაბური იერიში მიიტანა, დაღუპულია 1 ადამიანი, დაშავებულია 6

რუსეთის ძალებმა უკრაინის სუმის ოლქზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, კიდევ ექვსი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის პოლიციელებიც.

ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით სუმის ოლქის ადმინისტრაცია და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვლადიმირ არტიუხი ავრცელებენ.

იერიშის მისატანად რუსეთის ძალებმა გამოიყენეს არტილერია, ნაღმმტყორცნები, მართვადი საავიაციო ბომბები (КАБ) და დრონები.

"მტერმა სუმის რეგიონის ტერიტორია ფაქტობრივად ყველა სახის იარაღით დაბომბა – ეს მოიცავს ზალპური ცეცხლის სისტემებს, საარტილერიო და ნაღმმტყორცნებს, მართვად საავიაციო ბომბებს (КАБ) და დრონებს. ყველაზე მეტად გამოყენებულ იქნა FPV-დრონები და უპილოტო საფრენი აპარატები ნამსხვრევიანი ხელყუმბარებით, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, არის დანაკარგები – დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. მასზე დარტყმა მიიტანეს FPV-დრონით. ექიმებმა ვერ შეძლეს მისი გადარჩენა, და ის სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა" - წერს არტიუხი.

ასევე, არტიუხის თქმით, ექვსი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის პოლიციელები.

კომენტარები