პრორუსი სამხედრო ბლოგერებისა და უკრაინის გენერალური შტაბის მიხედვით, რუსული სამხედროები გაზსადენის მილის გავლით გადაადგილდნენ კურსკის რეგიონში, სუდჟის მახლობლად, რათა უკრაინული ძალებს მოულოდნელად დასხმოდნენ თავს.
ეროვნებით უკრაინელმა, მაგრამ პრორუსმა სამხედრო ბლოგერმა იური პოდოლიაკამ აღნიშნა, რომ რუსმა სპეცრაზმელებმა გაზსადენის შიგნით კილომეტრები გაიარეს, ზოგიერთი მათგანი კი მილში რამდენიმე დღე იმალებოდა, სანამ სუდჟის მახლობლად უკრაინულ ძალებს ზურგიდან შეუტევდა.
სუდჟაში განთავსებულია მნიშვნელოვანი გაზსადენი და გაზის საზომი სადგურები, რომლებიც ადრე უკრაინის გავლით ევროპაში რუსული ბუნებრივი გაზის ტრანზიტს უზრუნველყოფდა.
რუსულმა Telegram არხებმა გამოაქვეყნეს სურათები და ვიდეოები, სადაც სპეცრაზმელები გაზის ნიღბებითა და ფანრებით მილში გადაადგილდებიან.
ერთ-ერთმა პრორუსმა ბლოგერმა, Romanov Lait-მა Telegram-ზე დაწერა, რომ დანაყოფი, რომელსაც უყვარს საჯარო ყურადღების მიღება, არასათანადოდ მოემზადა ოპერაციისთვის - "ამ დანაყოფმა თქვა, რომ მათ ყველაფერი მოამზადეს: ვენტილაცია, წყალი, საკვები რაციონები, კომუნიკაციები და ა.შ. მაგრამ გამოვიდა რომ დაგვაყლ*ვეს, მათ არაფერი არ მოუმზადებიათ"
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსმა ჯარისკაცებმა გაზსადენი გარკვეულ ტერიტორიაზე შესაღწევად გამოიყენეს, თუმცა უკრაინის საჰაერო ძალებმა დროულად შენიშნეს ისინი და რაკეტებით, არტილერიითა და დრონებით განხორციელებული შეტევებით რუსული დანაყოფების ნაწილი გაანადგურეს.





